21:24 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 12:44:21, 2333 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ჩვენს წინააღმდეგ საქმე არც უნდა დაწყებულიყო და თუ კიდევ უნდათ, რომ შეინარჩუნონ სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს

„წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს,  ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც დაიწყო წელიწად ნახევარია ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა ისევე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ზოგადად არ ეღირსა სამართალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებები იქნება დაცული. მე ჩემ თავზე მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა, ამ მგონილი საქმის მოსმენა. წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს. ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო დიდი ხნის წინათ, არც უნდა დაწყებულიყო და მინდა ხმამაღლა განვაცხადო, თუ კიდევ უნდათ რომ შეინარჩუნონ რაღაც სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics