|
2020-03-10 10:20:35, 2152 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ახალ საარჩევნო მოდელს მხარს უჭერს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ახალ საარჩევნო მოდელს მხარს უჭერს, რომელზეც 8 მარტს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია შეთანხმდნენ. როგორც ფრაქციის წევრები ამბობენ, 8 მარტს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება. კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ ელჩის კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს და აშშ მისიის მოადგილის ელიზაბეტ რუდის წვლილი. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს, 1%-იან ბარიერს პროპორციული მანდატებისათვის, საარჩევნო ოლქების გადანაწილებას +/- 15% სხვაობით და საერთო სულისკვეთებასა და ძალისხმევას, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეესკალაცია. „ფრაქცია აქვე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება ძირითადად პასუხობს მმართველი ძალისა და ოპოზიციური გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პოზიციებს. სამწუხაროა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა - საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხი - არ ყოფილა გათვალისწინებული არათუ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, არამედ ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის არც ერთ ეტაპზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნები იქნებოდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სპექტრის რეალური დეპოლარიზაციისათვის; არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების დაფინასების გავლენის შესამცირებლად; არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის; საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმისათვის. მიუხედევად ზემოთაღნიშნულისა, საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად, წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებისა და საქართველოს გრძელვადიანი პილიტიკური სტაბილურობისათვის, ჩვენ ხელს ვაწერთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ სავალდებულო არჩევნების საკითხი გახდება კონსტიტუციური პროექტის გარშემო დაგეგმილი საჯარო განხილვების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ“, - ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)