|
2020-03-09 14:26:53, 2354 ნახვა
საზოგადოება
თებერვალში სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსი, კორონა ვირუსის გამო, შემცირდა
9 მარტი 2020 – FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში 4 თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად, 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა. რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფასების შემცირების მიზეზი კი კორონა ვირუსით გამოწეული მოლოდინები იყო, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე. თებერვალში, მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონა ვირუსით გამოწვეული მოლოდინები სახელდება, ხოლო მეორეს მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ. 0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი. სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული. 4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლის რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემებით იყო. იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)