19:51 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 11:22:42, 1113 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებულ არც ერთ პირს ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მეოთხე პაციენტის, კერძოდ, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ლაბორატორიული მონაცემებით სტაბილურია, თუმცა გრძელდება ცხელება 38-39 გრადუსის ფარგლებში.

როგორც ეზუგბაიამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, არც ერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს, რადგან კორონავირუსს ახასიათებს პროგრესირება.

„პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო.

დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics