19:52 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 11:19:15, 1133 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

7 მარტს გაუჩინარებულ ნიდერლანდელ ტურისტს დღემდე ეძებენ.

23 წლის სიმ ვიგერი 7 მარტს, საღამოს ქუთაისის ცენტრალური მოდენიდან გაუჩინარდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას დაკარგულის ძმა აქვეყნებს.

მისი თქმით, სიმ ვიგერი ბოლოს რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. 

"გუშინ საღამოს,7 მარტს 23.00-23.30 საათზე დაიკარგა ჩემი ძმა. მისი სახელია სიმ ვიგერი (Siem Wigger) და ის ჰოლანდიის მოქალაქეა.
დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში“ მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს. წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით.
სიმ ვიგერს (Siem Wigger) აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური.
თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს სიმ ვიგერის ძმა. 

თუ გაიგებთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის გაუჩინარებასთან, გთხოვთ დარეკოთ 112-ში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics