19:51 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 12:51:42, 1895 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას კორონავირუსთან საბრძოლველად რეკომენდაციებით მიმართავს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკის მატებასა და სისტემის ეფექტიანი მართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"კორონავირუსის ქვეყნის ტეროტორიაზე გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი მომატებულია. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჯანდაცვის სისტემის მიერ შემთხვევათა, განსაკუთრებით კი, მძიმე შემთხვევათა, ეფექტურ მართვას.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს სწორი და გააზრებული ქმედებები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ვერ ვხედავთ. ჰოსპიტალური სექტორის მზაობა იქნება საკვანძო, რომ მძიმე შემთხვევებში ფატალური დასასრულის ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ.

შესაძლო შემთხვევათა სწარფი მატების გამო, საფიქრალია დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაზეც. ლუგარის ლაბორატორიისადმი ჩვენი სრული ნდობისა და ამ ლაბორატორიის განსაკუთრებული სიმძლავრეების მიუხედავად, სხვა ცენტრებს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიკაცია არსებობს, ჯანადაცვის სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას ბიუროკრატიული წინაღობა, რომ შესაბამისი რეაქტივები ჩამოიტანონ და ტესტები ატარონ. ასეთმა ლაბორატორიებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია ღიად და გამჭვირვალედ, ონლაინ-რეჟიმში უნდა მიაწოდონ." - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი უწყებას 3 რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად ნებისმიერი სცენარისთვის. 

"16 მარტამდე შეჩერებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ ქვე-პროგრამები, და მუნიციპალიტეტების „სოციალური და ჯანდაცვის აუტიზმის პროგრამები“, სადაც პროგრამებში ჩართული ბავშვები შესაბამის სერვისს იღებენ. კორონავირუსთან დაკვშირებული საფრთხე შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს, ამ სერვისებს კი უსასრულოდ ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, საჭიროა ჯანდაცვის სამინიტრომ ამგვარ პროგრამებთან მიმართებაში სპეციალური გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშაოს და, რაც მთავარია, დამატებითი დაფინანსება გამოყოს, რომ ცენტრებმა რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ ცენტრებს ჩაუტარებს, მშობლებიც დაესწრონ, რაც გასატარებელი ღონისძიებებისადმი მათ ნდობას აამაღლებს.
სპეციალური ყურადღება სჭირდებათ იმ მცირე საოჯახო სახლებს/დაწესებულებებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ. მათაც სჭირდებათ სპეციალური რეკომენდაციები და მათაც სჭირდებათ დამატებითი სახსრები. სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშებში ისედაც მუდმივადაა ყურადღება გამახვილებეული ასეთ საცხოვრისებში ჰიგიენური პირობების დარღვევებზე, რისი აღმოფხვრაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჭიროა დროული  მითითებები და რეკომენდაციები სათემო, საოჯახო თუ დახურულ ინსტუტუციებისთვის, სადაც ქრონიკული მდგომარეობების ადამიანები ცხოვრობენ. 
სახელმწიფო სერვისების ნაწილი სათემოა, როდესაც მობილური ჯგუფი კარდაკარ დადის და ბინაზე აწვდის მომსახურებას. აქ რას ვაკეთებთ? ვაჩერებთ ამ სერვისებს თუ მობილურ ჯგუფებს სპეციალური ეკიპირებით და ინსტრუქციით აღვჭურვავთ?
უნდა ვიფიქროთ იმაზე, არის თუ არა მზაობა ჰოსპიტალურ სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ,
რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს ქცევითი აშლილობების მქონე პირს. ხდება თუ არა ოჯახის წევრების მათთან განთავსება?
რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს მშობელს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ყავს და იგი ბავშვის ერთადერთი მომვლელია? როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვზე?
ყურადსაღებია ისიც, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას (მათი რიცხვი დღეს უკვე დიდია) ანაზღაურება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული სეანსების/საათების) შესაბამისად ეძლევათ და მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა ან ადამიანების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფადაც.

ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალური რეკომენდაციები უნდა გაწეროს სამინისტროს და ასევე მუნიციპალიტეტების მიერ მართული/დაფინანსებული პროგრამების ყველა ბენეფიციარისათვის, რათა ეს პროგრამები შეუფერხებლად გაგრძელდეს. ჯერჯერობით სამინისტროსგან ამგვარ პროაქტიულ მოქმედებას ვერ ვხედავთ და მოვუწოდებთ, მხედველობაში მიიღონ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები." აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics