20:32 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 12:24:37, 1768 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა

„პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ,  მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა ადამიანმა, ვინც არის თვითიზოლაციაში, უნდა გაითავისოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები“.  

„პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ,  მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით, ჩემს მიერ დასახელებული ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ჩვენთვის დღეს ყველაზე დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენები აკრძალვის შემდეგ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენი თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რათა უზრუნველყონ პირველ რიგში, საკუთარი თავის ჯანმრთელობა და მეორე, არ იყვნენ ინფიცირების წყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics