20:00 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 10:44:05, 2304 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

„დადასტურებული გვყავდა 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ამ დროისთვის გვყავს ცენტრში 46 პაციენტი. ჩვენს ცენტრში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება  კორონავირუსითან მიმართებაში და ყველა იყო ნეგატიური. ნაწილმა დატოვა კლინიკა და გადავიდა საკარანტინო ზონაში, ნაწილი დღის განმავლობაში დატოვებს ცენტრს. იმ პირების რაიოდენობა, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, შეადგენს 17 პაციენტს.

დადასტურებული გვყავდა 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი და მასთან კონტაქტი, ინფიცირებული 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ცხელება უგრძელდება ჯერჯერობით და გრძელდება მეთვალყურეობა. მისი მდგომარეობა შემოყვანის შემდეგ პროგრესირებას არ განიცდის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics