|
2020-03-07 01:14:32, 1578 ნახვა
საზოგადოება
„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით
დღეს, 6 მარტს, მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი და თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა მაუწყებელში არსებული კრიზისული სიტუაციის და მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანის, თეონა ბაკურიძის მხარდასაჭერად, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მაუწყებლის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა. მათ ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართეს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ. „6 მარტს რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი აბაზაძის მიმართ ბულინგი და მობინგი განხორციელდა. რამდენიმე თანამშრომელი მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული სიტყვებით მიმართავდა. აიძულებდნენ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. გიორგი აბაზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წინასაინფაქტო მდგომარეობა დაუდგინდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში დამახინჯებულად გაშუქდა თანამშრომლის დისკრიმინაციის ფაქტი. მაყურებელს მიეწოდა მცდარი ინფორმაცია. ეს ვითარება წააგავს ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, როცა წინა მენეჯმენტის დროს, ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, მათი პოზიცია კი ეთერში სათანადოდ არ შუქდებოდა. ასევე ეთერში ვერ ხვდებოდა მაუწყებლიდან უკანონოდ დათხოვნილთა პრეტენზიები. სამსახურის უფროსის მითითების შესრულება ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი. დღეს მომხდარი ინციდენტი დროს კი რამდენიმე თანამშრომელმა უხეშად დაარღვია არა მარტო ხელშეკრულება, არამედ ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები. მოახდინა ადამიანის დისკრიმინაცია. მივმართავთ დირექტორს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ“, – განაცხადეს მაუწყებლის თანამშრომლებმა. მათ შორის იყვნენ მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის უფროსები.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)