|
2020-03-06 16:38:21, 3598 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდება. ნათია თურნავა კორონა ვირუსის ფონზე არსებული გამოწვევებს და მათი დარეგულირების საკითხს ტურიზმის სექტორთან ერთად განიხილავს. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, ასევე სასტუმროების, ტურისტული სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის სხვა ჯგუფების წარმომადგენლები. „პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაგვავალა, რაც შეიძლება მალე ჩაგვეტარებინა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები დაუდგათ უკვე და რა მოლოდინები აქვთ სამომავლოდ, იმისთვის, რომ ჩვენც რაღაც ადეკვატურ ზომებზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა მინისტრმა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე. ნათია თურნავას თქმით, სახეზეა, რომ ტურიზმი, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე არსებული ინდუსტრიაა, უკვე გარკვეულ პრობლემებს განიცდის. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს კორონავირუსის სახით არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უდგას ტურიზმის ინდუსტრიას გლობალური გამოწვევა, თუმცა, ძალიანაა გაძლიერებული სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით. „ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ მთლიანად მსოფლიო, რომელიც დღეს როგორც არასდროს, ისეა კონსოლიდირებული, თუ როგორ აღუდგება წინ ვირუსის გავრცელებას. და ამ თვალსაზრისით მინდა, რომ ოპტიმიზმი გამოვხატო - ძალიან გაძლიერებულია სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოვთქვა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)