2020-03-06 15:33:17, 2283 ნახვა
კომენტარი
კალაძე საარჩევნო მოდელზე - ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე თუ 120/30-ზე
„მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური გუნდი უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ როგორი საარჩევნო მოდელი სურთ.
„მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,