|
2020-03-06 14:21:12, 2223 ნახვა
კომენტარი
ბოკერია საარჩევნო მოდელზე - უმცირესობით უმრავლესობის მოპოვება არ უნდა შეგეძლოს
„110/40-ზე არ არის პროპორციული, შეგიძლიათ დაითვალოთ რას ნიშნავს ამისი ეფექტი, რომ უმცირესობით უმრავლესობის მოპოვება არ უნდა შეგეძლოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, არსებითად პროპორციული სისტემაა 150 და ასევე პროპორციულია 130/20-ზე საარჩევნო მოდელი. „10-ით მეტი, 10-ით ნაკლები ან 15-ით მეტი, 15-ით ნაკლები - ციფრებს აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ცნობილი გამოთქმა რომ გამოვიყენო, ამ შემთხვევაში ეხება მხოლოდ მაჟორიტარებს, ზოგჯერ ზომას აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე თუ ვლაპარაკოთ არსებითად პროპორციულზე, 150 იყო პროპორციული და ასევე პროპორციულია 130/20-ზე. მაგრამ 110/40-ზე არ არის პროპორციული, შეგიძლიათ დაითვალოთ რას ნიშნავს ამისი ეფექტი, რომ უმცირესობით უმრავლესობის მოპოვება არ უნდა შეგეძლოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)