|
2020-03-06 13:36:51, 1490 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოსამართლეების დისციპლინური სამართალწარმოების ხარვეზებზე საუბრობს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს საუბრობს. ამის შესახებ კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განაცხადა. მათი თქმით, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, „კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის სათანადო დამოუკიდებლობას, რადგან მას საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ აქვთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის წესს და ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას. გარდა ამისა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს“, - განაცხადა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)