20:00 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 13:10:56, 1174 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა.

სულ  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის  6125  მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა.

31 იანვრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს  5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935 და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

ცნობითვის, აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics