|
2020-03-06 11:19:54, 6389 ნახვა
სხვადასხვა
თამარ გაბუნია იტალიასთან ფრენების შეზღუდვაზე - შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და შემდეგ მივიღებთ გადაწყეტილებას
„შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციასა და გადაწვეტილებას იტალიის თაობაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით ევროპის რეგიონში იზრდება ინფიცირებისა და გვარცელების შემთხევევბი. „ვირუსი ვრცელდება ევროპაში. ამიტომ ერთი რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლება. ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამდინარე, რომ ყველაზე მაღალი რისკი ამ ქვეყნებიდან მოდიოდა. დღეს უკვე ვირუსი ევროპაშია გავრცელებულია. ინფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში იზრდება და ვრცელდება. საფრანგეთსიც ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევები იზრდება გერმანიაშიც, იტალიასთან მოგხაურობის შეზღუდვა, კონკრეტულად ამისი ფორმულაში ჩასმა ძალიან ძნელია, შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციასა და გადაწვეტილებას იტალიის თაობაზე“, - განაცხადა ტამარ გაბუნიამ. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს იმ საპასუხო ღონისძიებების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. „შეხვედრა ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად დღეს დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს იმ საპასუხო ღონისძიებების შესახებ რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციების მოსმენა, იმასთან დაკავსირებით თუ რას თვლიან, რომ შეიძება პასუხის გაძიერების მიზნით დამატებით გაკეთდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)