|
2020-03-05 22:05:56, 1786 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, ყველა მათგანის კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9- შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,კორონავირუსით ინფიცირებული 5-ვე პაციენტის კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან და ისინი საქართველოში კვირას დაბრუნდნენ. "ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან. ამ აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ამიტომ, ახლანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ მეოთხე დადასტურებული შემთხვევა წინა სამთან შედარებით, კლინიკურად უფრო მეტად საყურადღებო გახლავთ და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს იქნენ მოთავსებული საღამოს ინფექციურ საავადმ,ყოფოში და მათზე მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულნი არიან და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)