|
2020-03-05 12:43:14, 1010 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 35-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგი განვითარების რთულ გზას გადის და პროცესში პარტნიორი, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიო, მათ შორის საქართველო აქტიურად ებრძვის კორონავირუსს, არ შეიძლება არ აღინიშნოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და საქმიანობის მაღალი სტანდარტი. აქვე აღვნიშნავ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამერიკის მთავრობის მიერ გადმოცემული სპეციალური ტექნიკით საზღვარზე შემოსული თითოეული ტვირთი შესაბამისი ხსნარით დამუშავდება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობით, ჩვენ გავაკონტროლებთ სასაზღვრო პერიმეტრს და ხელს შევუწყობთ საქონელბრუნვის მაჩვენებლის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ვეტერინარული ღონისძიებების, მათ შორის დიაგნოსტიკური ზედამხედველობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის, თავშესაფრების და თევზის გადამმუშავებლების კონტროლის ზრდის მნიშვნელობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ევროკავშირის (EU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)