21:17 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 12:34:11, 1121 ნახვა

საზოგადოება
DRI - ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას.

„2020 წლის 4 მარტს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გამკაცრებული კონტროლის გამო, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს ახლოს მდებარე ტყეში.[1] 2020 წლის 6 თებერვალს ერთადერთი სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ჟურნალისტებისთვის ღია იყო, დაიკეტა. პოლიციის პოსტი მეღვრეკისის გადასახვევთან განთავსდა, საიდანაც არა თუ ერგნეთში, არამედ სოფელ მეღვრეკისში შესვლაც აიკრძალა.[2] საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა.[3]

მაშინ, როდესაც საკითხი წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას, სისტემატური ხასიათი აქვს ადამიანების პირადი თავისუფლების ხელყოფის, თავისუფლად გადაადგილებისა და საკუთრების უფლების, ასევე სოციალური და კულტურული უფლებების უხეშ დარღვევას და მკვეთრად გაუარესებულია ჰუმანიტარული გარემო - მედიის დისტანცირება პროცესებიდან დაუშვებელია.

პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა და გულისხმობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების საოკუპაციო ძალების მხრიდან  უკვე გავლებულ ახალ ბოძებთან და ღობეებთან „მიყვანას“, საზოგადოებისთვის არსებული ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტის ჩვენებას ხდის შესაძლებელს და აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს - იყოს სრულად ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტრპროდუქტიული.

სახელმწიფო უწყებები უნდა აცნობიერებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების  სრულფასოვანი გაშუქება, აუცილებელია კონფლიქტის რეალური სახის წარმოჩენისთვის და ასევე ეხმარება სახელმწიფოს არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმხრივი ინფორმირების უზრუნველყოფის პროცესში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიისთვის წვდომის გამარტივება ხელს უწყობს საზოგადოებრივი სოლიდარობის ზრდას, ამცირებს დაუცველობის განცდას, დადებითად აისახება საერთაშორისო და ეროვნულ საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფოს პოზიციონირებაზე და უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას.

შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics