|
2020-03-05 11:26:59, 1160 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსის გაშუქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციები გასცა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის და მედია-ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. როგორც დაავდებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციიაშია აღნიშნული, COVID-19-თან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები. „ ა) შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე. ბ) შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით. გ) ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. დ) უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება - არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა. ე) სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში. ვ) სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით - რამდენიმე საათს). ზ) ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები: ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით. დაუშვებელია თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება“, - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)