02:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:35:23, 1718 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი - კერძო სექტორთან შევთანხმდით, როგორი ფორმითა და ტრანსპორტით მოხდეს საქართველოში ბიტუმის უწყვეტი მიწოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს შეეხება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ხელმძღვანელობდა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების მიმართულებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ბიტუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ირანი კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის შემცველ ქვეყნად იქნა აღიარებული. ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა და საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ამოქმედდა.

მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველო, ირანის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება.

შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიტუმის მსხვილი იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, აღნიშნული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, შემოტანის ვადებსა და ღირებულებაზე ისაუბრეს. 

„შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რაც ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში.  ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics