|
2020-03-04 16:30:33, 6657 ნახვა
სხვადასხვა
საპენსიო სააგენტომ ინვესტირების პროცესი დაიწყო
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტომ განუცხადა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა. „როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება," - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ. საპენსიო სააგენტოს მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% - ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის ბოლოს განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) თითქმის გაორმაგებდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს საპენსიო სქემის ყველა მონაწილესათვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)