03:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 18:40:46, 1460 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე თალაკვაძის განცხადებაზე - ციფრებით თამაშით და სხვადასხვა მაქინაციებით ოპოზიციურ ერთობას ვერ დაშლით

„ცდილობთ ხალხი ციფრებით თამაშში შეიყვანოთ, ახლა იქამდე მიხვედით, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით“, - ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სხვადასხვაგვარად თარგმნის ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ოპოზიციური ერთობის დარღვევაა.

„დღეს მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და აუცილებლად ჩავთვალე გამოვხმაურებოდი ამ განცხადებას. უკვე მერამდენედ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი არის ოპოზიციის ერთიანობის დარღვევა. რას არ აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის არანაირად. ყოფენ ასეთებად და ისეთებად, ნულ პროცენტიანებად და ბევრ პროცენტიანებად, ნაციონალებად და არანაციონალებად. ათასნაირ ფორმულირებას იგონებენ, მაგრამ ეს კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული და ბევრჯერ ერთი და იგივეს აკეთებენ. თუ ნულ პროცენტიანია ოპოზიცია და არანაირი ძალა არ გვაქვს, მაშინ რატომ გეშინიათ პროპორციული არჩევნების? დანიშნეთ პროპორციული არჩევნები და თქვენ თუ ამხელა მხარდაჭერა გაქვთ, შეგიძლიათ მოიგოთ ნორმალურად არჩევნები. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი ყოველდღიური აქტივობა და კამპანია გაკლებთ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან, ყველაფერს ცდილობთ, რომ ეს მაქინაციები ჩაატაროთ. ცდილობთ ხალხი ციფრებით თამაშში შეიყვანოთ. ახლა იქამდე მიხვედით, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით ინგლისური. სადამდე უნდა წახვიდეთ? სადამდე უნდა დაეცეთ? ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად და გეგმაზომიერად ვიმოქმედებთ. საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის ფორმატს თქვენ ვერაფრით ვერ დაშლით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics