22:05 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 18:09:52, 1686 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია, რისთვისაც  მოსახლეობას ელექტრონულ ანგარიშსწორებაზე გადასვლისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, სასურველია ბანკებმა თავიანთ ფილიალებში ხელის სადეზინფექციო სითხეები განათავსონ.

„ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფულის გამოყენება, სასურველია მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები. მინდა მივმართო ბანკებს, მათ არ უჭირთ, აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები. ეს აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება. ასევე, თავშეყრაა ხოლმე, როდესაც ხდება პენსიების გაცემა ქვეყანაში და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, რომ ხელი შეუწყოს, იქნებ ფულის გაცემა იყოს ელექტრონულად ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics