|
2020-03-03 14:27:09, 1491 ნახვა
საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავდმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგანაც 16 ახალია
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 16 ახალია. მისივე თქმით, ყველა მათგანს ანალიზები აუღეს, რომელთა პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. „დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში წევს სულ 35 პაციენტი. მათგან 16 ახალი პაციენტია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად. პასუხები დღის ბოლოს იქნება. იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შემთხვევიდან 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი. 3 ინფიცირებული გვყავს კვლავინდებურად. ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არავითარი სიმპტომი არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37.1 და მცირე ხველა. ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, იმყოფებიან მხოლოდ დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)