03:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:30:22, 2293 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ყატარს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტულ გზას ვთავაზობთ

ყატარში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითის შეხვდა.

 შეხვედრაზე ყატარის მხარემ ინტერესი გამოთქვა აბრეშუმის გზის გავლით  უფრო მეტად დივერსიფიცირებული სატრანსპორტო გასასვლელი მოიპოვოს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ  ჩვენს დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტული გზა შესთავაზა.

„ყატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ასევე აინტერესებთ ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. დღეს უკვე არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ყატარული ტვირთი მოძრაობს ჩვენს დერეფანში, მაგრამ გვინდა,  უფრო სისტემური ხასიათი მივცეთ ამ ტვირთების მოძრაობას და ყატარელები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში შემოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ყატარის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მოლაპარაკება გაიმართა საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დოჰა-ბათუმის პირდაპირი რეისების განხორციელებას სეზონურად.

„როგორც იცით,  ყატარის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავს -  კვირაში 14 რეისს ასრულებს დოჰა-თბილისის მიმართულებით.  ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის რეისის დამატებაც, თუნდაც სეზონურად და უახლოეს ხანებში ველოდებით მათგან პასუხს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics