22:45 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 11:59:12, 1085 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელი დიპლომატი - დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას

„დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას“, - ამის შესახებ განცხადებს აშშ-ს საელჩო თბილისში ავრცელებს.

ალთეა ქოლი-მერფრი, ამერიკელი დიპლომატი ქართველ და ამერიკელ დედებს მიმართავს და წერს, რომ აფასებს იმას, რასაც შვილებისთვის აკეთებენ.

„გასულ კვირას ბოლნისში მოსწავლემ მკითხა, რთულია თუ არა მშობლებისგან ასე შორს ცხოვრება. ჩემი პასუხი იყო: რა თქმა უნდა! ეს უდაოდ ყველაზე რთული რამაა დიპლომატის ცხოვრებაში. დედების განსაკუთრებული სიყვარული ამერიკელებსა და ქართველებს საერთო გვაქვს. დედამ კითხვა მასწავლა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია. მან ბევრი ღამე გაათენა, რომ სწავლა დაემთავრებინა და ბავშვები აღეზარდა. მამაჩემის დახმარებით ჩემს სამ ძმასა და მე ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების ძიების სიყვარული ჩაგვინერგა. რაც მთავარია, დედამ მასწავლა, რომ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი სხვების დასახმარებლად.

მიხარია, რომ წელს ჩემს მშობლებს საქართველო გავაცანი. ახლა დედაჩემს თქვენი ქვეყანა ჩემსავით უყვარს.

დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას. ვიცით, როგორ დაუღალავად შრომობთ და ბევრს ნერვიულობთ ჩვენზე. ვაფასებთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ" - ალთეა ქოლი-მერფრი, ამერიკელი დიპლომატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics