22:46 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 15:16:54, 1364 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის

„კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების გლობალური მონაცემების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული.

„გლობალურად, სიტუაცია ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული - 202. სულ, ჩინეთში არის 80 000 შემთხვევა დაფიქსირებული და ამავე დროს, 44 000 გამოჯანმრთელების ფაქტი ფიქსირდება. სამწუხაროდ, 2 900 სიკვდილის შემთხვევაა ჩინეთში.

გლობალურად, ჩვენ, დილის მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის გუშინდელი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზოგადად, მსოფლიოში, არის 87 000 შემთხვევა დაფიქსირებული. ზოგადად, ჩინეთი დღეს წარმოადგენს 91 პროცენტს მთლიანად დაზიანების. ასევე, საყურადღებოა ის, რომ სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დასენიანებულ ქვეყანათა რაოდენობა. დღევანდელი რიცხვით, ეს გახლავთ 65 და ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ სამხრეთ კორეაში, სადაც 3000-ს გადააჭარბა, შემდეგ იტალია, ირანი, იაპონია და უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ, ყურადღება მეტი ჩინეთს გარეთა უკვე გადატანილია. ამიტომაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას, როგორც პანდემიური მზადყოფნის ფაზას, რადგან ინფექციამ მოიცვა უკვე ყველა კონტინეტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics