23:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 14:19:04, 980 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო, ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირსუსის გავლენის შესახებ ინფორმაციას, საკოორდინაციო საბჭოს მომავალ სხდომაზე წარადგენს

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ ეკონომიკაზე.

„საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია არსებული ტენდენციების შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მითითების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზა,"  პრევენციის მიზნით, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics