|
2020-03-02 10:42:17, 1054 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის დაპირება ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ადგილმდებარეობის ცვლილებაზე არ შესრულებულა
„შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ფუნქციობს, 2009 წლის დეკემბერში აუქციონზე 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა. თვითონ ცენტრი, როგორც იურიდიული პირი, მას არ შეუძენია“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აუქციონის ოქმის თანახმად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ცენტრს ტერიტორიიდან ორი წლის ვადაში გადაიყვანდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, 2012 წლისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ეს ვალდებულება შეუსრულებელი იყო და დღემდე ასე რჩება. „2016 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის №1738 განკარგულებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.006.063). 2017 წლის 7 ივნისს, ცენტრის თანამშრომლების საჯარო პროტესტის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ პირობა დადეს, რომ “ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება”. სერგეენკომ განაცხადა: “ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს“. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, პროექტირებაზე ტენდერი მხოლოდ 5 თვის შემდეგ გამოცხადდა. მისივე თქმით, 2017 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის #2497 განკარგულებით, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობისთვის“ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა და პროექტირებისათვის 315,000 ლარი გამოიყო. „2018 წლის ივლისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა. 2019 წლის თებერვალში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მხოლოდ პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრის მშენებლობას ლუბლიანას ქუჩა N21-ში. 2019 წლის ივნისში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს ,,აპექს სტუდიო 1“-ია. კომპანია ვალდებულია, 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი. 2019 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საავადმყოფოს პროექტირებაზე 900 000 ლარი დაიხარჯა, მშენებლობაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი“,-აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, გასარკვევია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დასრულდა თუ არა საპროექტო სამუშაოები და როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე. „შპს ,,აპექს სტუდიო 1“-სთან, დასრულდა თუ არა საპროექტო სამუშაოები; თბილისის მერიაში, შესულია თუ არა პროექტი დასამტკიცებლად და, რაც მთავარია, - ჯანდაცვის სამინისტროში, იციან თუ არა რამე ამის თაობაზე საერთოდ“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)