00:21 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 13:16:25, 8180 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

„ლაბორატორიულად იქნა შესწავლილი 93 შემთხვევა და დღეს დილას დაემატა კორონავირუსის მესამე ლაბორატირიულად დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი მოთავსებული გახლავთ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც გუშინ მოთავსდა. გვიან ღამით დამთავრდა კვლევები და კიდევ ერთხელ გადამოწმდა. ინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია ირანში და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად გახლდნენ ირანში. შემდგომ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, რამდენიმე დღე იყო აზერბაიჯანში, გუშინ შემოვიდა საქართველოში.

მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე და გადაყვანილი იქნა საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში. ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. ზოგადად, სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მეორე შემთხვევა კი 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეს, 31 წლის ქალს  დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,700-ს აღემატება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics