00:20 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 12:56:24, 1319 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, Ryanair-მა თბილისი-მილანის რეისები 50%-ით შეამცირა

კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეისების სიხშირის შეზღუდვა 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს შეეხება.

„ბოლო ინფორმაცია კორონავირუსის გამო იტალიიდან საქართველოს მიმართულებით რეისებთან დაკავშირებით:

ავიიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში 2 სიხშირით იფრენს. მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მეორე შემთხვევა კი 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეს, 31 წლის ქალს  დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,700-ს აღემატება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics