2020-02-29 10:55:04, 983 ნახვა
საზოგადოება
ღვალაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანში, ღვალაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 500 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკი, ბორდიური და ასფალტის საფარი ეწყობა. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 20 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),