01:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 14:08:10, 1019 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა კოლეგასთან, დავით ტონოიანთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics