01:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 13:25:48, 872 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის  თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

სოფლების ყარაფილა, სარიბარი, ზადიანთკარის მისასვლელ გზებს, რამდენიმე ათეული წელი არ ჩატარებია რეაბილიტაცია. გზა აკავშირებს გამყოფი ხაზის მიმებარე და მაღალმთიანი დასახლების სოფლებს  ჩქაროსნული მაგისტრალის გავლით მუნიციპალიტეტის ცენტრთან. გზა ამორტიზირებულია,   სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები.

პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგანაც ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის  მიმდებარე სოფელ კოდისწყაროდან დმაკავშირებელი სოფელ სარიბარი-ზადიაანთკარი-ყარაფილას წრიული მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ავტომაგისტრალთან შემაერთებელი საავტომობილო გზის   რეაბილიტაციას.

პროექტის განხორციელება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ერთის მხრივ „გამყოფი ხაზის სოფლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტის მიზნების და ამოცანების რეალიზების,  მეორეს მხრივ მოცემულ მონაკვეთზე გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,  

 პროექტი გარდამავალია 2020-2021 წლებისთვის.    გზების  რეაბილიტაციის სრული  საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით    ტენდერი   NAT180013172

 პროექტი ითვალისწინებს: საავტომობილო გზის სიგრძეზე 4200 გრ.მ, სიგანე 4.5 - 6.0მ -მდე  ასფალტბეტონის საფარის მოწყობას ქვედა ფენა - 6.0სმ, ზედა ფენა 4,0სმ. გზის ზოგიერთ ფერდობიან და რთული რელიეფის  მონაკვეთზე      ცემენტბეტონის საფარის დაგებას, ასევე რკინა-ბეტონის და გრუნტის კიუვეტების, ეზოების შესასვლელებში ლითონის მილების, მიერთებების, ლითონის ცხაურების მოწყობას, ასევე გზის გადამკვეთი ლითონის მილების, საგზაო ნიშნების, გზის დახაზვას და  შესაბამის ადგილებში სიჩქარის შემნელებელი ბორცვების მოწყობას.

პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებულ უნდა იქნეს ყველა შესაბამის სამსახურებთან: ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ზედამხედველობის სამსახურთან, ენერგო-პრო ჯორჯიასთან, სოკარ ჯორჯია გაზთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, BP -ის ხელმძღვანელობასთან.

შემცირდება ბენეფიაციარების გადაადგილების დრო; ავტომანქანების დაზიანებისა და ავარიების შემთხვევების რაოდენობა;  გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის  გადაადგილება,   გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ზამთრის პერიოდში აღარ ჩაეკეტება გზა;  მოსახლეებს და პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლობა უმოკლეს დროში ისარგებლონ როგორც  ამბულატორიული მომსახურებით   ასევე  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით.  მოსახლეებს საშუალება მიეცემათ სასოფლო სამეურნეო სავარგულებით სარგებლობისა და  მოსავლის დაბინავების. საკოლმეურნეო ბაზარზე მისვლის და თავისი პროდუქციის გაყიდვის. ისინი მარტივად და სწრაფად შეძლებენ სარიტუალო მომსახურების და სხვადასხვა სერვისის მიღებას.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. პროექტს გააჩნია მაღალი სოციალური ეფექტი. პროექტის შედეგებით თანაბრად  ისარგებლებენ როგორ ქალები ასევე მამაკაცები. რეაბილიტირებული გზით თანაბრად ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები. ოკუპირებული ტერიტორიების  გამყოფი ხაზის სოფლების 1050ბენეფიციარი. პროექტის განხორციელება არ ახდენს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას.   

 რამდენადაც მუნიცპალიტეტისათვის ცნობილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება რომელიმე უწყებისა ან სტრუქტურის მიერ.

 რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობაზე ინსპექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს   ინსპექტირების ორგანო შ.პ.ს.ოპტიმალგრუპ +“ მუნიციპალიტეტთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.

აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც მის  მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაეზოგება გზების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაზე გასაწევი ხარჯი შემდგომი 15 წლის განმავლობაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics