2020-02-28 10:34:24, 1954 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი ტელეკონფერენციის ფორმატში მუშაობის საკითხს განიხილავს
კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების სატელეკომუნიკაციო საშუალებით ჩატარების საკითხს განიხილავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ეს სერიოზულად განიხილება. ჩვენ უფრო მეტი რამ გვეცოდინება უახლოეს დღეებში“, -განაცხადა სპიკერმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას „საბედისწერო შეცდომა“ იმის ვარაუდით, რომ მათ კორონავირუსი თავს არ დაატყდებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,