|
2020-02-27 16:04:09, 1285 ნახვა
საზოგადოება
ანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის II შესახვევში ჩატარდა. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვახორციელებთ, რომელთა შორის გზების მოწესრიგება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს ანდრონიკაშვილის II შესახვევში, რომლის მოსახლეობასაც გზის საფარის არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა, ასფალტის საფარის მოწყობა სრულდება. სანამ საგზაო სამუშაოებს დავიწყებდით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ მისამართზე წყლის სისტემა მოაწესრიგა. შემდეგ კი საშუალება მოგვეცა, საგზაო სამუშაოები დაგვეწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოების განსახორციელებლად, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „იბერი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 000 ლარია გამოყოფილი.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)