2020-02-27 15:29:14, 1072 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა
ქუთაისის მერიასთან მოძრაობა „უბან არტის" წევრებს პერფორმანსის „გააპარტყუნე ყურების“ მოწყობა სურდაც.
აქციის მონაწილეების თქმით, ერთი წლის წინ მათ ცენტრალურ ხელისუფლებას ხელოვნების პარკის პროექტი წარუდგინეს. პროექტის შესახებ მათ არანაირი განხილვა და ყურადღება არ მოჰყოლია.
„უბან არტის“ წევრებმა მერიასთან სიმბოლურად ყურის ფორმის ფიგურა მიიტანეს.
პერფორმანსის ჩატარება ზედამხედველობის სამსახურმა არ მისცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,