06:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 12:33:17, 2829 ნახვა

სამართალი
დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას  დაცვის მხარეც დაეთანხმა. ადვოკატ თამარ გაჩეჩილაძის თქმით, გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

ცნობისთვის, მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11-109-მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics