18:58 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 12:20:06, 1194 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება

„დღეს დაგვემატა 3 ახალია პაციენტი, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ინფექციურ საავდმყოფოში სულ 10 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევაც გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში. მათი ტესტირებით ვირუსის შედეგი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება. ინტერესი, რომელიც არის ამ ერთ ინფიცირებულ პაციენტზე, რომელსაც კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნებოდა ვირუსი და მოხდა მისი დეტექცია. ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია მიმდინარეობიოს პერიოდის ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება. მასთან ერთად მყოფი პირი, რომელიც მოგზაურობდა და მოთავსდა ჩვენს ცენტრში, მასთანაც ანალოგიური სიტუაციაა. გრძელდება მეთვალყურეობა მთელი 14 დღის ანუ ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics