02:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 11:55:22, 1016 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. საკრებულოს მიერ წესის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, მერია დაფინანსების მსურველ პირთა საბუთების მიღებას და საგარანტიო წერილების გაცემას დაიწყებს.

თბილისის მერიის პროგრამა, გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. თბილისის მერიის მიერ ამ პროგრამის დაწყების მიზანია მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა შრომის უუნარობის თავიდან აცილება.

აღნიშნული პათოლოგიით, დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომ, ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების პრევენცია საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics