02:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 10:41:54, 1005 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - ვარწმუნებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს

„ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში კორონოვირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რამაც მისი გავრცელების რისკი შეამცირა.

„28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გუშინ დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი კორონავირუსის საქართველოში და ის ფაქტიც, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა , საიდანაც 1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია, ხოლო 5 ირანიდან - 1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადსხვა ადგილზე. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics