03:00 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 21:05:25, 1423 ნახვა

საზოგადოება
ბოქსებში 14 პაციენტი იმყოფება რამდენიმე საათში ლუგარის ლაბორატორია დაადგენს აქვს თუ არა რომელიმე მათგანს კორონავირუსი

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში 14 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის არიან საქართველოს, ირანის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. - ყველა შესაბამისი კვლევები ჩატარებულია. არცერთ პაციენტს არ აქვს კორონავირუსის სიმპტომები - ამის შესახებ,  ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, რადგან 14 პაციენტი იყო, ჯერჯერობით პასუხები ხელზე არ გვაქვს. სავარაუდოდ 1-2 საათში იქნება მზად და გვეცოდინება ტესტების შედეგები.

პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია და გამორიცხულია პნევმონია. დღის მანძილზე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური.

ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია რაოდენობამ, როგორც კი დასრულდება ტესტის შედეგები ალბათ მოგეწოდებათ. ჩვენ გვსურს, რომ არცერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს და ამაზე ვმუშაობთ. 37.1 რომ იყოს ტემეპერატურა ყველა მსგავს პაციენტს კვლევა ჩაუტარდებათ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics