|
2015-08-01 14:00:26, 651 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე კახი კახიშვილი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე კახი კახიშვილი წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყება „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, ორ ნაწილად გაიყო. საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გაიმიჯნა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უკვე დაამტკიცა, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, პრემიერმა დღეს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)