|
2020-02-26 17:36:47, 2234 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული
„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა. ნათია თურნავამ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში" საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და მთავარ მაჩვენებლებზე, ასევე მნიშვნელოვან სექტორებზე ისაუბრა, მათ შორის ტურიზმის სექტორზე. „საოჯახო სასტუმროები ვითარდება ყველგან ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ინდუსტრია ვერ განვითარდება. უკვე 8%-ს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის წილში ტურიზმი. ეს დარგი სენსიტიურია გარე შოკების მიმართ - რუსეთიდან ფრენების შეჩერება იქნება თუ კორონავირუსი, მაგრამ ჩვენი ტურიზმი უკვე იმდენად მდგრადია, რომ მისი ზრდა ძალიან მალე უბრუნდება აღმავალ ტრაექტორიას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა მნიშვნელოვანი ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ღია და ლიბერალური ცის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვზრდით პირდაპირი ფრენების საჰაერო მიმოსვლის არეალს, დაბალბიუჯეტიანი კომპანიებს ვეხმარებით შემოსვლაში. 9 მილიონ 300 ათას ვიზიტორზე მეტს უმასპინძლა ჩვენმა ქვეყანამ. 2022 წელს გავხდით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა, რაც არის მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა და ესეც დიდი აღიარებაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)