04:31 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 17:30:45, 1793 ნახვა

ეკონომიკა
კარლ ჰალცერი: გვჯერა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია, ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020"  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

„ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით, პროექტებს ვახორციელებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  

ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართუელბით, სხვადასხვა სექტორებში ხორციელდება.

„ჩვენ გვაქვს რიგი პროექტები, ვცდილობთ სტიმულირება მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის, კვების მიმართულებების, მიკროსაწარმოების, ან ცოტა უფრო დიდი საწარმოების, რომლებსაც სურვილი აქვთ კვლევასა და ინოვაციის მიმართულებით წინ წაიწიონ", - აღნიშნა მან.

კარლ ჰარცერმა კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში სხვადასხვა სექტორული კლასტერების განვითარების პერსპექტივებს.

 „საქართველოში გვაქვს კლასტერები, მაგალითად: ინტერიერის,  დიზაინის, ფილმების წარმოების, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა მიმართულებით.   ჩვენ დავასრულეთ კვლევა და გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას", -განაცხადა  ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics