03:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 17:08:34, 1579 ნახვა

ეკონომიკა
კარლ ჰარცელი: DCFTA საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020".

კარლ ჰარცელი კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელის  „საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები" ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება - ნათელია, რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას, ეს გახლავთ პროექტი, რომელიც საქართველოს აყენებს გზაზე იმისთვის, რომ მომავალში არ დასჭირდეს კონკურენცია ყველაზე დაბალ ხელფასებზე და ა.შ.  ძალიან დიდი ძალისხმევა და ტკივილია საჭიროა მიზნის მისაღწევად, მაგრამ როგორც კი  გაწერილ, რთულ სტანდარტებს დააკმაყოფილებ,  როგორც კი მიაღწევ ევროკავშირის სტანდარტებს, ეს ხსნის საქართველოსთვის  გლობალური ბაზრების შესაძლებლობას", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics