|
2020-02-26 16:22:48, 1350 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა. „საწარმოთა კონკურენტუნარიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან გაუმჯობესდა ფინანსების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშულებებზე წვდომა. ასევე აღსანიშნავია რეფორმები, რომლებიც მიმართულია მეწარმეების აქტიურობის ხელშეწყობაზე და ყოველივე ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეა, რაშიც საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. „ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 119 ქვეყნიდან მეშვიდეა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო 99-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე წარმატებულია მთავრობის შეფასების მაჩვენებლებში და ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)