|
2020-02-26 15:28:03, 2874 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - სანამ პრეზიდენტი ვარ ერთსქესიანთა ქორწინებას რუსეთში არ დავუშვებ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით ოჯახის, როგორც ტრადიციული ქორწინების იდეა უცვლელი უნდა დარჩეს, ისევე, როგორც დედა და მამა და არა მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი. მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს რუსეთში ჰომოსექსულაურობა დეკრიმინალიზებული იყო, ქვეყნის კანონმდებლობით ერთსქესიანთა ქორწინება დღემდე იკრძალება. „ოჯახი, ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი, თვითონ იდეა ტრადიციული ქორწინების უცვლელი უნდა დარჩეს და არა როგორც მშობელი ნომერ ერთი და მშობელი ნომერ ორი, მე ამაზე ადრეც ვისაუბრე საჯაროდ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - სანამ მე პრეზიდენტი ვარ ლგბტ ქორწინება რუსეთში არ მოხდება, ჩვენთან იქნებიან მხოლოდ დედა და მამა ", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. „დედაზე" და „მამაზე" ჭორებმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-მდეც მიაღწია. მის განცხადებამ აურზაური და დიდი არეულობა გამოიწვია ლგბტ საზოგადოებაში. პუტინის განცხადებას მედიაშიც გამოეხმაურნენ. „The advocate" - მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დიქტატორი, რომელსაც სურს ერთსქესიანთა ქორწინების სამუდამოდ აკრძალვა". პუტინი, რომელიც „ქორწინების თანაბარი უფლებების " წინააღმდეგ გამოვიდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპთან აიგივებენ. დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს შეუძლია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმება, თვითონ ტრამპი კი არასოდეს გამოსულა ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად. "პუტინის რუსეთი ძალიან ჰომოფობიური და ტრანსფობიური ადგილია" - წერს "Gay Star News". ამერიკელი კოლეგების სტატისტიკაზე დაყრდნობით 2019 წელს რუსეთის მოსახლეობის 87-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)