|
2020-02-26 13:44:53, 1463 ნახვა
კომენტარი
მთავარია, არ იყოს პანიკა! - ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს სოციალური ქსელით ეხმაურება
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას ვერც ერთი ქვეყანა ვერ აცდება. „კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი და სიჩქარე ისეთია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, წამყვანი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები გამუდმებით გვაფრთხილებენ 2 რამეზე: - პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა აცდება ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას, და - თავად დაავადება იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს. 2. არ უნდა დავადანაშაულოთ ხელისუფლება იმაში, რაც მის კონტროლს მიღმაა, რადგან ისედაც არაკომპეტენტური და თავმოუბმელი მთავრობა გვყავს და რაც უფრო ზედმეტი და უსარგებლო ზეწოლის ქვეშ მოვაქცევთ, მით უფრო არაადექვატური და არაეფექტური იქნება მისი მოქმედება. სამწუხაროდ, მთავრობა გვყავს ისეთი, როგორიც გვყავს (შემოდგომამდე) და ახლა ამაზე წუწუნი უსარგებლოა. 3. მადლობა ეკუთვნით ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებიც მაქსიმუს აკეთებენ, რომ ჩვენი საზოგადოება პანიკას არ აყვეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, მარტო ამ ორი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არაა. 4. თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, მთავრობამ მასზე რეაგირება ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ამარა არ უნდა დატოვოს, რადგან - დაავადების შემთხვევათა მართვა სცდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციას და წინა პლანზე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გამოვიდეს, რადგან მთელი ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო - საზოგადოებრივ რეაქციებს გავლენა ექნება ბევრ ისეთ სფეროზე, რომელიც არათუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციათა მიღმაა და ამიტომ აუცილებელია, მთავრობის ადექვატური მოზადება და ეფექტური პასუხი 6. ვიცით რა, როგორ მთავრობა გვყავს, ამიტომაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება პოლიტიკოსებს და მედიას, რომ ჩვენმა ერთმა სიტყვამაც კი არ გამოიწვიოს დაბნეულობა, გაუგებრობა, პანიკა და არ აიძულოს მთავრობა, თავად ჩავარდეს პანიკაში. 7. დაავადებით გამოწვეული ჯანდაცვის ტვირთი შეიძლება იმდენად მძიმე არ იყოს, რამდენადაც მისი ეკონომიკური ეფექტი. მსოფლიო საფონდო ბირჟები უარყოფითად რეაგირებენ კორონავირუსის გავრცელების არეალის ზრდაზე. ჩვენ, როგორც მსოფლიო ეკონომიკის პერიფერია, ამას შეიძლება ჯერ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გასათვლელია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საზღვრების ჩაკეტვას და სხვა ღონისძიებებს ჩვენთან ტურისტულ ნაკადზე, იმპორტ-ექსპორტზე, შესაბამისად, ლარზე, შესაბამისად, ფასებზე და ა.შ. ვიმეორებ: ჩვენი ყველას ინტერესშია, მოვიქცეთ რაც შეიძება მშვიდად, აუღელვებლად და რაციონალურად“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)