04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:15:53, 1428 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სხვაგან გადატანა საჭირო არაა, თუ ამის აუცილებლობა არ შეიქმნება

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სხვაგან გადატანა არ არის საჭირო თუ ამის აუცილებლობა არ შეიქმნება“, - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგელბში ვიზიტს.

მისი თქმით, მათი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ „კანონების წინაშე იყვნენ პირნათელნი“.

"ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს, ეს უპირველესყოვლისა, მაგრამ ამის ალტერნატივა , გადაიტანონ თბილისიდან სხავაგან,  რა საკვირველია არ არის  საჭირო, თუკი ამის აუცილებლობა არ შეიქმნა. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. აქედან გამომდინარე, მის თბილისში ვიზიტს ქართული საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღეს გადაწყდება რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა თუ სტრასბურგში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics